პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა მგონია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება – ირაკლი კობახიძე

მგონია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება – ირაკლი კობახიძე

by admin

მე მგონია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში, ვნახოთ პროცესები როგორ განვითარდება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

“ჩვენ ფრთხილი და სტრატეგიული მოთმინებით ველოდებით დამოკიდებულების ცვლილებას, ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესები. მე მგონია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში და ვნახოთ პროცესები როგორ განვითარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს სუვერენულად მოქმედების რესურსი, შეიძლება, ოპტიმიზმს არ ჰქონდეს იმდენად მყარი საფუძველი, მაგრამ ვნახოთ, ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალს. ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay