პარასკევი, აპრილი 17, 2026

by admin

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ხუთი სოფელი გაათავისუფლეს: ორესტოპოლი, ნოვოსელოვკა, სოსნოვკა, ხოროშე და ვორონოე. ამის შესახებ უკრაინული მედია 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

“დასახლებული პუნქტების გათავისუფლების ოპერაცია 2025 წლის შემოდგომაზე 100 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მე-20 არმიის კორპუსის მებრძოლების მხარდაჭერით. მთელი ამ ხნის განმავლობაში 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის მე-3 მოიერიშე ბატალიონის ჯარისკაცები პოზიციებზე რჩებოდნენ და კონტრშეტევებს ახორციელებდნენ”, – განაცხადეს დანაყოფში.

მათ ამ ოპერაციას უნიკალური უწოდეს, რადგან დანაყოფი განუწყვეტლივ ინარჩუნებდა პოზიციებს და 100 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში წინ მიიწევდა. პოლკში აღნიშნეს, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა ჯარისკაცი სახელმწიფო ჯილდოებზეა წარდგენილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay