30
შევხვდი მარკ რუტეს, რათა განმეხილა უკრაინაში არსებული სიტუაცია და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოს პროგრესი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“იანვრიდან პარიზში ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, რათა უკრაინა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით, რაც აუცილებელი პირობაა მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. რუსეთის აგრესიის პარალელურად, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და აგრძელებს მდგრადობის დემონსტრირებას. მას შეუძლია დაეყრდნოს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, როგორც ახლა, ასევე მომავალში”, – წერს მაკრონი