პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home მსოფლიო კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

by admin

კვირას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის „სამართლიანი და მუდმივი დასრულების“ მიღწევის მცდელობები განიხილეს. ამის შესახებ Reuters კირ სტარმერის ადმინსიტრაციის განცხადებაზე დაყრდნობთ იუწყება.

„ლანჩის (21 დეკემბერი) შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა საუბარი გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ორი ლიდერის საუბარი უკრაინაში ომის განხილვით დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია „მსურველთა კოალიციის“ მიერ სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად და საომარი მოქმედებების სამართლიანი და მდგრადი შეწყვეტის უზრუნველსაყოფად გაწეული საქმიანობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს. სტარმერმა ასევე გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ აშშ-ში და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay