“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. პენიტენციურმა სამსახურმა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა:
“რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც დილის 11-ის ნახევრისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 8 საათზე ასე გამომაგდეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამათბო ცოტა ხანი. იმის ნომრით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. ასეთი ისტორია გადამხდა დილიდან. უცნაური განცდა მაქვს”.
“ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს გზა ისეთი რთული, რაც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, ვინც აქ ვცხოვრობთ, გამოვიარეთ ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში.
გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი არ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება, არ გარუსდება, გამორიცხულია.
ამ ხალხს, რომლებიც სასახლეებში ცხოვრობენ, ერთი, რომ წარმოდგენა არ აქვს, ამ ქვეყანაში რა ხალხი ცხოვრობს, არ იცნობენ ადამიანებს, მეორე, უწიგნურები არიან, წიგნი არ არ წაუკითხავთ, რომ წიგნებიდან მაინც გაეგოთ, ეს ქვეყანა, რა ქვეყანაა. ამიტომ გამოდის კიჩი, რასაც აკეთებენ, თავის ჭკუით, მახინჯ დიქტატურას აშენებენ და შეუძლებელია, არ გამოვა” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ