ბრიუსელში 16-საათიანი სამიტის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები გაყინული რუსული აქტივებიდან თანხის უკრაინისთვის გაგზავნაზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ბლოკის წევრები იძულებულები გახდნენ, საგანგებოდ შემუშავებული სათადარიგო გეგმა მიეღოთ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ერთობლივი ვალის მეშვეობით უკრაინის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. თუმცა, აღნიშნულ გეგმაში უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი მონაწილეობას არ მიიღებენ.
“უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მზადაა: უკრაინა €90-მილიარდიან უპროცენტო სესხს მიიღებს, რაც ჩემი წინადადება იყო. ეს პუტინს ევროპიდან მკაფიო სიგნალს უგზავნის: ეს ომი ამად არ ეღირება. ჩვენ რუსულ აქტივებს გაყინულს დავტოვებთ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის.” – დაწერა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა X-ზე სამიტის შემდეგ.
მანამდე, 12 დეკემბერს, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებში შენახული 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის სუვერენული აქტივები სამუდამოდ გაყინა