შაბათი, დეკემბერი 20, 2025
Home პოლიტიკა წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები დემოკრატიის გასაძლიერებლად – პაპუაშვილი

წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები დემოკრატიის გასაძლიერებლად – პაპუაშვილი

by admin

იყო ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის წელი და სესია რამდენიმე მიმართულებით. პირველი – ინსტიტუციური რეფორმა. ჩვენ განსაკუთრებით საშემოდგომო სესიის განმავლობაში და ბოლო სხდომებზეც, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინსტიტუციური გაჯანსაღებისთვის და ბევრი ის ინსტრუმენტები თუ გადაწყვეტილებები ინსტიტუციური ხაზის, რაც თავს იყო მოხვეული გარედან, მოვიყვანეთ სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს კონსტიტუციურ მოწყობასთან.

ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული სესია იყო. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები და კანონები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და გარედან საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ხელის შესაშლელად. აქაც ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული საკანონმდებლო საქმიანობა.

რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მოამზადებს ქვეყანას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენ ვნახეთ, რომ მოცულობითი დოკუმენტის, რომელიც იყო მიღებული, საარჩევნო კოდექსის მიმართ რამე არსებითი კრიტიკა არ გვსმენია. ერთადერთი საკითხი, რაც გვესმოდა, ერთადერთი საკითხი, ამ მრავალგვერდიან კანონთან დაკავშირებით, იყო უცხოეთში საარჩევნო უბნების განხსნასთან დაკავშირებული საკითხი, რაც დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელია თუ მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, გარედან ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში. ასე რომ, აქაც ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი ამომრჩევლების.

ასე რომ, სხვა კიდე ბევრი საკითხი იყო, რომელიც განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებაც მივიღეთ, რაც შეეხება მართვის მოწმობებს. ასე რომ, ვფიქრობ, წელს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმუშავა – შალვა პაპუაშვილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay