კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება

by admin

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ავრცელებს, რომელიც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

მისივე ინფორმაციით, მეორე ტური ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში, 10:00-19:00 საათებში ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109 ხმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay