კვირა, ოქტომბერი 11, 2026
Home სპორტი საქართველო – უკრაინა, მატჩს აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება

საქართველო – უკრაინა, მატჩს აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება

by admin

უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის B2 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაზე, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები შეხვდებიან, უეფამ მსაჯები დანიშნა. მატჩს აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მსაჯთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად უეფას ვებგვერდი ავრცელებს.

დაპირისპირების მთავარი არბიტრი 39 წლის ალიარ აღაიევი იქნება. მას გვერდითი ხაზებიდან ასისტენტობას ზეინალ ზეინალოვი და აკიფ ამირალი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას რაუფ კაბაროვი შეასრულებს. ვიდეორეფერის (VAR) ოთახში კი იტალიელი ალეანდრო დი პაოლო და აზერბაიჯანელი ინგილაბ მამადოვი იმუშავებენ. საქართველოს და უკრაინის ნაკრებთა მატჩი 28 სექტემბერს, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay