სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო კირ სტარმერმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მოლაპარაკებები და რუსეთის გაყინული აქტივების მობილიზების საკითხი განიხილეს

კირ სტარმერმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მოლაპარაკებები და რუსეთის გაყინული აქტივების მობილიზების საკითხი განიხილეს

by admin

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ხელმძღვანელობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობის საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს უკრაინის მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია და ევროპა მათ გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას დასჭირდება. მათ ასევე განიხილეს ბოლოდროინდელი პროგრესი რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების მობილიზების კუთხით – აღნიშნულია პრესრელიზში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay