სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home მსოფლიო ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე

ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე

by admin

აშშ-ს ესმის რუსეთის პოზიცია ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ზოგადად, ტერიტორიების საკითხი აქტიურად განიხილებოდა აქ, მოსკოვში და ამერიკელებმა არა მხოლოდ იციან, არამედ ესმით ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ეეჭვება, რომ ევროპასთან და უკრაინასთან აშშ-ის კონსულტაციების შემდეგ სამშვიდობო გეგმაში რაიმე კარგი დაემატოს.

„არ ვიცი, ამ კონსულტაციების შემდეგ რას მიიღებენ ქაღალდზე. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე კარგი იყოს“, – აღნიშნა უშაკოვმა და დასძინა, რომ თუ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მიუღებელი დებულებები დაემატება, მოსკოვი მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay