უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურააშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ. მისი თქმით, ის ამისთვის ყოველთვის მზადაა.
“მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ გაზეთ La Repubblica-ს ჟურნალისტებთან მოკლე საუბრისას, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრამდე.
მან ასევე კომენტარი გააკეთა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ შეხვედრაზე და ხაზგასმით აღნიშნა: „მე მას [მელონის] ვენდობი ის დაგვეხმარება“.
ამავდროულად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ მელონისთან შეხვედრაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვაფასებთ, რომ იტალია აქტიურად არის ჩართული ეფექტური იდეების ძიებასა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯების განსაზღვრაში. მე მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მომლაპარაკებელთა გუნდის მუშაობის შესახებ. ჩვენ ვახდენთ დიპლომატიის კოორდინაციას. იტალიის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს: ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია” – დაწერა ზელენსკიმ