სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home პოლიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა და ორ მთავარ საკითხზეა დამოკიდებული – კიტ კელოგი

უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა და ორ მთავარ საკითხზეა დამოკიდებული – კიტ კელოგი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა და მისი დასრულება ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული: დონბასის მომავალზე და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, რომელიც თანამდებობას იანვარში დატოვებს, დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის მოგვარების მცდელობებამდე “ბოლო 10 მეტრია”, რაც, მისი თქმით, ყოველთვის ყველაზე რთულია.

მისი თქმით, ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხია ტერიტორია – პირველ რიგში დონბასის მომავალი – და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს, თუ ამ ორ პრობლემას მოვაგვარებთ, ვფიქრობ, დანარჩენი საკითხებიც საკმაოდ კარგად მოგვარდება. ჩვენ ნამდვილად ახლოს ვართ”, – თქვა კელოგმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay