სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო რუსეთი სამშვიდობო გეგმას ეთანხმება, მაგრამ ზელენსკის ის არც კი წაუკითხავს – დონალდ ტრამპი

რუსეთი სამშვიდობო გეგმას ეთანხმება, მაგრამ ზელენსკის ის არც კი წაუკითხავს – დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქოს  რუსეთი, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას“, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რეპორტიორის კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ცოტა იმედგაცრუებულია“ ზელენსკით.

“ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და უკრაინის ლიდერებს, კერძოდ, პრეზიდენტ ზელენსკის. და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ წინადადება ჯერ არ წაიკითხა. ეს რამდენიმე საათის წინ იყო. მისმა ხალხმა მოიწონა, მაგრამ მან არა. რუსეთი ამას ეთანხმება. თუ დავფიქრდეთ, რუსეთს მთელი ქვეყნის დაპყრობა უნდოდა. მაგრამ, მე მჯერა, რომ რუსეთი ამას (სამშვიდობო გეგმას) ეთანხმება. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, ზელენსკი ამას ეთანხმება თუ არა. მისი გუნდი მხარს უჭერს, მაგრამ მას ეს არ წაუკითხავს,” – თქვა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay