ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home პოლიტიკა ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს ხსნის

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს ხსნის

by admin

13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს გახსნის.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის ევროპის საკითხებში მინისტრი, ტომას ბირნი სოციალურ ქსელში წერს.

“‘მონტენეგროს ორშაბათს” კიდევ ერთი “სუპერ სამშაბათი” მოჰყვება ალბანეთისთვის, მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის.

შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა რომ: გაიხსნას [გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების] მე-2 და მე-3 კლასტერები უკრაინისა და მოლდოვისთვის; დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] 3 ქვეთავი მონტენეგროსთვის (17, 18 და 19); დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] მე-20 ქვეთავი ალბანეთისთვის,” – წერს ბირნი.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 35 ქვეთავს მოიცავს, რომლებიც 6 კლასტერშია გაერთიანებული: ფუნდამენტები; შიდა ბაზრები; კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებულობა; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა; საგარეო ურთიერთობები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay