შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home საზოგადოება ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა – საქსტატი

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა – საქსტატი

by admin

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 %-ით განისაზღვრა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay