შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home საზოგადოება ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ, ჩემი მხრიდან სრული თანამშრომლობაა – ანდრეი ერმაკი

ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ, ჩემი მხრიდან სრული თანამშრომლობაა – ანდრეი ერმაკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებენ.

“დღეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ნამდვილად ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს ჩემს სახლში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ ექმნებათ. ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან სრული თანამშრომლობაა”, – აღნიშნა ერმაკმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay