საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამასხურის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 93 022.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.7% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 4.9%-ით განისაზღვრა.
მშპ-ს დარგობრივი სტრუქტურა:
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 15.4%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 9.8%.
დამამუშავებელი მრეწველობა – 9.7%
მშენებლობა – 8.5%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.8%
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 6.4%
სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა – 6.3%
ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.3%
განათლება – 5.6%
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 241.5 დოლარი იყო.
მარტში გამოქვეყნებული საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკის ზრდა 9.4% იყო.