76
აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 14 ნოემბერს “ნარკოტერორისტების” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია “სამხრეთის შუბი” გამოაცხადა, რაც მისი თქმით, დაიცავს “სამშობლოს ნარკოტიკებისგან, რომელიც ჩვენს ხალხს ხოცავს.”
არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, წარმოადგენს თუ არა ეს ახალ, უფრო მასშტაბურ სამხედრო მისიას, თუ ეს მხოლოდ ახალი სახელია კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში აშშ-ს მიმდინარე ოპერაციისთვის.
ოპერაცია “სამხრეთის შუბს” აშშ-ს სამხრეთის სარდლობა უხელმძღვანელებს, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე მიმდებარე წყლებში სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობს.
“დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის სამეზობლოა და ჩვენ მას დავიცავთ,” დაწერა ჰეგსეთმა X-ზე