კვირა, ივნისი 21, 2026
Home საზოგადოება დიდი ბრიტანეთის პრინცს, ენდრიუს „პრინცის“ ტიტული ჩამოერთმევა და სამეფო სასახლეს დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრინცს, ენდრიუს „პრინცის“ ტიტული ჩამოერთმევა და სამეფო სასახლეს დატოვებს

by admin

დიდი ბრიტანეთის პრინცს, ენდრიუს „პრინცის“ ტიტული ჩამოერთმევა და სამეფო სასახლეს დატოვებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

“მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო პროცესი პრინცი ენდრიუსთვის ტიტულის და საპატიო წოდებების ჩამორთმევის მიზნით. პრინცი ენდრიუ ამიერიდან ცნობილი იქნება, როგორც ენდრიუ მაუნტბეტენ უინძორი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მისი ქალიშვილები – ბეატრისი და ევგენია პრინცესების ტიტულებს შეინარჩუნებენ.

მანამდე პრინცმა ენდრიუმ იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარი თავად თქვა ამერიკელ ფინანსისტთნ, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო. ბუკინგემის სასახლეში აღნიშნეს, რომ ეს ზომები აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ „კვლავ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს”.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay