კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ – ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ – ისრაელ კაცი

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა:

“ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლებისთვის საფრთხეების აღმოსაფხვრელად შეზღუდვები არ არსებობს. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები უსაფრთხოების ზონაში რჩებიან, რომლებიც ჩრდილოეთის დასახლებებს იცავენ“.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ირანი აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.

„ამ დებულებების, განსაკუთრებით პირველი პუნქტის [ომის დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში] შესრულების გარეშე, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების ფაზაში ჩართვა შეუძლებელია“, – აღნიშნა ბაღაიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay