ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო მოველით, რომ იაპონია რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტს შეწყვეტს – სკოტ ბესენტი

მოველით, რომ იაპონია რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტს შეწყვეტს – სკოტ ბესენტი

by admin

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოელის, რომ იაპონია რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტს შეწყვეტს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

“მინისტრ კატოსთან ერთად განვიხილეთ აშშ-იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინები, რომ იაპონია შეწყვეტს რუსული ენერგიის იმპორტს”, – დაწერა შეხვედრის შემდეგ დაწერა ბესენტმა X-ზე.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რეალურად მოუწოდა თუ არა აშშ-მა იაპონიას რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტისკენ, კატომ განაცხადა, რომ „იაპონია ყველაფერს გააკეთებს, რაც მას შეუძლია, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციის ძირითადი პრინციპის საფუძველზე, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები – აშშ, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია – ამ თვის დასაწყისში შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინაციასა და გამკაცრებაზე, რომლებიც მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს რუსული ნავთობის შეძენით ეხმარებიან ომის დაფინანსების არსებული შეზღუდვების გვერდის ავლაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay