ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო პაკისტანი და ავღანეთი დროებით ზავზე შეთანხმდნენ

პაკისტანი და ავღანეთი დროებით ზავზე შეთანხმდნენ

by admin

პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც გუშინ, საზღვრის გასწვრივ მომხდარი საჰაერო და სახმელეთო შეტაკებების შედეგად 12-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100 დაიჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ყოფილ მოკავშირეებს შორის ბოლოდროინდელი უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისლამაბადმა ავღანეთის თალიბანის მთავრობას მოსთხოვა, შეეჩერებინა მებრძოლები, რომლებიც პაკისტანზე თავდასხმებს ახორციელებდნენ.

თალიბანი უარყოფს ბრალდებას და პაკისტანის სამხედრო ძალებს ავღანეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, სასაზღვრო დაძაბულობის პროვოცირებასა და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მებრძოლების შეფარებაში ადანაშაულებს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტა 48 საათის განმავლობაში იმოქმედებს და რომ ზავი ქაბულმა მოითხოვა. ავღანეთის თალიბანის მთავრობის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კი განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „პაკისტანის მხარის დაჟინებული მოთხოვნით“ ამოქმედდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay