ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდიან, ეს დიდი მუხრუჭია, ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს – დონალდ ტრამპი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდიან, ეს დიდი მუხრუჭია, ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს – დონალდ ტრამპი

by admin

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შემატყობინა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სალხში მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჩინეთი უნდა აიძულონ, იგივე გააკეთოს.

“არ გვიხაროდა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ვინაიდან, ეს რუსეთს ამ უაზრო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს, სხვათა შორის – რუსეთმა დაკარგა მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები…

ასე რომ, არ მიხაროდა, რომ ინდოეთი რუსულ ნავთობს ყიდულობდა. და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს”, – განაცხადა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay