ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა პუტინმა ეს ომი აუცილებლად უნდა დაამთავროს, მათი ეკონომიკა სრულიად მოულოდნელად ჩამოიშალა და მე მინდა, რომ ის უკეთეს ვითარებაში ვნახო – დონალდ ტრამპი

პუტინმა ეს ომი აუცილებლად უნდა დაამთავროს, მათი ეკონომიკა სრულიად მოულოდნელად ჩამოიშალა და მე მინდა, რომ ის უკეთეს ვითარებაში ვნახო – დონალდ ტრამპი

by admin

“პუტინმა ეს ომი აუცილებლად უნდა დაამთავროს. მათ დიდი რიგები აქვთ, საწვავს ელოდებიან და იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. მათი ეკონომიკა სრულიად მოულოდნელად ჩამოიშალა და მე მინდა, რომ ის უკეთეს ვითარებაში ვნახო.  ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ის ამ ომს უბრალოდ არ ამთავრებს, არადა, შეეძლო, მალევე დაესრულებინა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინა შეძლებდა, 4 წლის განმავლობაში მყარად მდგარიყო და რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომელიც რუსეთს კარგად არ წარმოაჩენს.

ჩვენ საუბრები გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოდის აშშ-ში და ვიცი, რაც ექნება სათქმელი – მას Tomahawk-ები უნდა” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, რუსეთ-უკრაინის ომსა და ზელენსკის აშშ-იში ვიზიტთან დაკავშირებით

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay