შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპი ივლისში თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას – მარკო რუბიო

დონალდ ტრამპი ივლისში თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას – მარკო რუბიო

by admin

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივლისში თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება.

რუბიოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ალიანსთან დაკავშირებით გარკვეული უკმაყოფილება აქვს, ის ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში პირადად მიიღებს მონაწილეობას.

„შეერთებული შტატები კვლავ ნატო-ს წევრია და თურქეთში ვიქნებით, რათა ყველა ეს საკითხი განვიხილოთ. პრეზიდენტი პირადად დაესწრება ნატო-ს ლიდერთა მომდევნო შეხვედრას, სადაც ეს საკითხები დაზუსტდება“, – განაცხადა რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay