შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი პასუხისმგებლობას გაურბის, ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, უცხოელი აგენტები არიან, შესაბამისად, მორალი არ აქვთ – ირაკლი კობახიძე

არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი პასუხისმგებლობას გაურბის, ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, უცხოელი აგენტები არიან, შესაბამისად, მორალი არ აქვთ – ირაკლი კობახიძე

by admin

ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

“ანონსი ყველამ იცის, რაც იყო. გამოცხადებული იყო დამხობის აქცია. დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. იდენტიფიცირებულია ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა.

საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, რომ რაღაც ნაკვერჩხალი შეინახონ. სინამდვილეში საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს, ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 82% მიიღო. ჩვენ 1 100 000 მეტი ხმა მივიღეთ. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, ხელოვნურ პროტესტის მცდელობას წარმატების პერსპექტივა ვერ ექნება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay