შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი საუბარი მქონდა, განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები – ვოლოდიმირ ზელენსკი

დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი საუბარი მქონდა, განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

“პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩვენს ენერგოსისტემაზე თავდასხმების შესახებ და ვაფასებ მის მზადყოფნას, რომ დაგვეხმაროს. განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ამის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ. აუცილებელია, რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისთვის მზაობა არსებობდეს. ამის მიღწევა ძალის მეშვეობით შეიძლება.

აშშ-ის პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთში მიღწეული შეთანხმება მივულოცე, ეს განსაკუთრებული მიღწევაა. თუ ომის ერთ რეგიონში შეჩერებაა შესაძლებელი, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც შესაძლებელია, მათ შორის, რუსეთის ომის” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay