თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის სასამართლო მიმდინარეობს.
სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმა. როგორც მან მოსამართლეს განუცხადა, ის წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის.
“არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. ყოფნით ვიყავი იქ, მაგრამ მე დანაშაული არ ჩამიდენია. ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის ბოლომდე. ხალხს გავუწიე პირველადი სამედიცინო დახმარება და დღესაც იმავეს გავაკეთებდი. ვემხრობი ევროპულ სტანდარტებს და აქციაზე ვიყავი, მაგრამ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია”, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. დღეს კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე რომ პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა