კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

by admin

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემპტი, ნაჩო სანჩეს ამორი და ტობიას კრემერი .

რაც შეეხება ოპოზიციას, შეხვედრაზე ამ წუთებში იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები.

დღეს შეხვედრა დაგეგმილია სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.

„გახარია – საქართველოსთვის” წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს 11:30 საათზე შეხვდებიან.

შეხვედრაზე, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაცია გუშინ ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დღეს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილთან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay