კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა საფრანგეთის პარლამენტმა ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ შუამდგომლობა უარყო

საფრანგეთის პარლამენტმა ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ შუამდგომლობა უარყო

by admin

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ბიურომ უარყო მემარცხენე პოლიტიკური ძალების ინიციატივა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ, – ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შუამდგომლობა საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ, “დაუმორჩილებელი საფრანგეთი”, წარადგინა 104 მემარცხენე დეპუტატის მხარდაჭერით.

უფრო ზომიერი მემარცხენე პარტიები მაკრონისგან პრემიერ-მინისტრის საკუთარი რიგებიდან დანიშვნას მოითხოვენ.

საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ, დაიწყო მოწოდებები პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, ასევე მაკრონის გადადგომის შესახებ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay