80
ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მივესალმები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის მზადყოფნას მივესალმები. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ევროკავშირი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს. ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად რჩება, სადაც ისრაელელი და პალესტინელი ხალხი ერთმანეთის გვერდიგვერდ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, ძალადობისა და ტერორიზმისგან თავისუფალ გარემოში იცხოვრებს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე