შაბათი, აგვისტო 22, 2026
Home პოლიტიკა ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას მივესალმები, ლონდონი პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად – კირ სტარმერი

ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას მივესალმები, ლონდონი პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად – კირ სტარმერი

by admin

დიდი ბრიტანეთი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ და რადიკალურ პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ მოუწოდებს, მიიღოს იგი.

“აშშ-ის ახალი ინიციატივა ღაზაში ომის დასრულების შესახებ მისასალმებელია და მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მისი ლიდერობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის მცდელობებს, დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები, გაათავისუფლოს მძევლები და დაუყოვნებლივ გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზის მოსახლეობას.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმების დასასრულებლად და მის განსახორციელებლად. ჰამასი ახლა უნდა დაეთანხმოს გეგმას და დაასრულოს ტანჯვა, დადოს იარაღი და გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი მძევალი. ლონდონი, თავის პარტნიორებთან ერთად, იმუშავებს ღაზაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის მისაღწევად.”, – განაცხადა სტარმერმა.

შეგახსენებთ, გუშინ თეთრმა სახლმა ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “ყოვლისმომცველი გეგმა” წარადგინა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay