პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home საზოგადოება რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი – სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ჩეხეთი იწვევენ, სადაც კლინიკურმა რუსოფობიამ მმართველი ელიტის დიდი ნაწილი დააინფიცირა

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი – სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ჩეხეთი იწვევენ, სადაც კლინიკურმა რუსოფობიამ მმართველი ელიტის დიდი ნაწილი დააინფიცირა

by admin

სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის ქვეყნები, სადაც კლინიკურმა რუსოფობიამ მმართველი ელიტის დიდი ნაწილი დააინფიცირა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა მაქსიმ რაიდერმა განაცხადა.

„ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი იწვევს. იქ უკრაინის მხარდამჭერებისთვის სრული თავისუფლებაა“, – აღნიშნა რაიდერმა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები განხორციელდეს.

„ვვარაუდობთ, რომ ტრადიციული „შაბაშები“ გაიმართება უკრაინელი „აქტივისტებისა“ და მათი მხარდამჭერი ადგილობრივი „საზოგადოებრივი აქტივისტების“ მონაწილეობით ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების კედლებთან“, – აღნიშნა რაიდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები სამი დღის განმავლობაში -18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით – ჩატარდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay