ოთხშაბათი, აგვისტო 19, 2026
Home მსოფლიო სასამართლო სისტემის თანამშრომლებს როდესაც კანონის გამოყენებისთვის ემუქრებიან, საფრთხე ექმნება თავად საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს – ICC აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე

სასამართლო სისტემის თანამშრომლებს როდესაც კანონის გამოყენებისთვის ემუქრებიან, საფრთხე ექმნება თავად საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს – ICC აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე

by admin

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) აცხადებენ, რომ აშშ-ის ახალი სანქციები მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების მიერ სასამართლოსთვის მინიჭებული მანდატის შესრულებაზე მომუშავე მოსამართლეების, პროკურორებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ზომები სამართლის უზენაესობას ძირს უთხრის.

როდესაც სასამართლო სისტემის თანამშრომლებს კანონის გამოყენებისთვის ემუქრებიან, საფრთხე ექმნება თავად საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს,“ – განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახურმა.

სასამართლოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე უარის თქმას არ აპირებენ და გააგრძელებენ როგორც თანამშრომლების, ისე საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთა მხარდაჭერას.

სასამართლოში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ უფრო დეტალურ რეაგირებას ცალკე განცხადებაში გამოაქვეყნებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს ტომოკო აკანეს სანქციები დაუწესა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay