პარასკევი, აგვისტო 21, 2026
Home საზოგადოება ჩვენი კინოინდუსტრია სხვა ქვეყნებმა მოიპარეს ისე, როგორც “ბავშვს ტკბილეულს” ჰპარავენ, აშშ-ს გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ – ტრამპი

ჩვენი კინოინდუსტრია სხვა ქვეყნებმა მოიპარეს ისე, როგორც “ბავშვს ტკბილეულს” ჰპარავენ, აშშ-ს გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ – ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.

“ჩვენი კინოინდუსტრია აშშ-დან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ. განსაკუთრებით დაზარალდა კალიფორნია, თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით. ასე რომ, ამ დაუსრულებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ ყველა იმ ფილმზე, რომელიც აშშ-ის გარეთ იქნება წარმოებული”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენ მიმდინარე წლის მაისში მოუწოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay