ოთხშაბათი, აგვისტო 19, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს – The Wall Street Journal

დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს – The Wall Street Journal

by admin

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს. მან თანაშემწეებს ვიზიტის მომზადების თხოვნით უკვე მიმართა. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.

WSJ-ის ინფორმაციით, ტრამპი ცდილობს აღადგინოს მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ამბიციური დიპლომატიური ინიციატივა, რომლის მიზანიც კიმის დარწმუნება იყო, უარი ეთქვა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამაზე.

WSJ-ის წყაროების ცნობით, ტრამპმა დახურულ შეხვედრებზე განიხილა კიმთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა მისი აზიაში მორიგი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც შესაძლოა ნოემბერში გაიმართოს. ამ პერიოდში მსოფლიოს ლიდერები ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე შეიკრიბებიან.

თუმცა გამოცემის თანამოსაუბრეების განცხადებით, ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრისთვის ოფიციალური მზადება ჯერ არ დაწყებულა.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ მკვეთრად შეამცირა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან „ძალიან კარგი ურთიერთობებით“ ახსნა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay