ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
Home პოლიტიკა ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს “ოცნებას” მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას – პაატა ბურჭულაძე

ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს “ოცნებას” მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას – პაატა ბურჭულაძე

by admin

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ტარიელ ონიანთან და ბაჩო ახალაიასთან ჩემს ნათლიმირონობაზე და მე მინდა მათ ვუპასუხო, რომ მე მათთან წლებია ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

რაც შეეხება მათ მონაწილეობას პოლიტიკაში მინდა გითხრათ, რომ ტარიელისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ბაჩო ახალაია კი კატეგორიულად უარყოფს მის პოლიტიკურ მონაწილეობას. ასე, რომ პოლიტიკის გარეშე ვიმეგობრებ მათთან, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას. 4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,”ოცნებას” მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay