ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
Home პოლიტიკა უნდა წახვიდეთ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნე ხდებიან იმის გამო, რომ ევროპულ დროშებს აფრიალებენ, ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში

უნდა წახვიდეთ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნე ხდებიან იმის გამო, რომ ევროპულ დროშებს აფრიალებენ, ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში

by admin

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, – ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე – “ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი” განაცხადა:

“რეფორმები უნდა გაგრძელდეს მიუხედავად ყველაფრისა. იცით, არ შეიძლება ამტკიცოთ, რომ რადგან პროცესის თვალსაზრისით მაშინვე ვერ ხედავთ წინსვლას, შეაჩერებთ რეფორმებს, რადგან რეფორმები თავისთავად კარგია და ისინი კარგია ქვეყნისთვის იმისდა მიუხედავად, დაუყოვნებლივ დაიწყება თუ არა გაფართოების პროცესი.

ჩემთვის ნათელია, რომ იმ დროს, როდესაც ევროპაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანი იყოს დაღლილი ევროკავშირით, თქვენ უბრალოდ უნდა წახვიდეთ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ, როგორც ეს 11 წლის წინ მაიდანზე მოხდა, დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ქვეყნები რეფორმებით წინ მიიწევენ. ხედავ, რომ ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულს და შთაგონებას ქმნის და გვახსენებს, რომ თუ ევროკავშირის მიმართ ცინიკურად ხართ განწყობილი, გყავთ ადამიანები, რომლებიც რეალურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ოჯახში გაწევრიანების მცდელობით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები და ზეწოლა მოვახდინოთ უნგრეთზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ პროცესს თავს ესხმიან”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay