84
ვულოცავ პრეზიდენტ მაია სანდუს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“ვულოცავ პრეზიდენტ მაია სანდუს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. რუსეთის მხრიდან მოლდოვის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა თავისუფლების გზა აირჩია”, – აცხადებს სტარმერი.
შეგახსენებთ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველი, პროევროპული პარტია 50.16%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ 24.19%-ით