1
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, ომანზე დარტყმები განახორციელოს, თუ ჰორმუზის სრუტის გამო ირანთან დაპირისპირების ფონზე ქვეყანა ვაშინგტონს გზაზე გადაეღობება.
ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვის ფონზე გააკეთა.
„თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, მას ნაფლეთებად ვაქცევთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა ირანზე ზეწოლას ახდენს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის კონკრეტული ვადა არ აქვს და არ ჩქარობს.
გასულ კვირას ირანმა განაცხადა, რომ ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხზე