შაბათი, აგვისტო 15, 2026
Home პოლიტიკა გაეროში ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ოკუპაციაზე ძალიან მკაფიო საუბარი იყო – კობახიძე

გაეროში ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ოკუპაციაზე ძალიან მკაფიო საუბარი იყო – კობახიძე

by admin

გაეროში ყველა თემასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო საუბარი იყო! საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ყველა ეროვნული გამოწვევა მკაფიოდ იყო წარმოჩენილი – პრეზიდენტს გაეროში ძალიან ღირსეული გამოსვლისათვის მადლობა მინდა გადავუხადო, – ეს განცხადება მედიასთან ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ომის დაწყება აღიარეს მათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს – ეს იყო ომის დაწყება! რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც ომის დაწყებას მოჰყვა.

როდესაც საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის იმ სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც ომი დაიწყო – ერთი სხვა ფაქტია, მეორე – სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%.

რაც შეეხება წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, არ მინდა აქ რაიმე კომენტარი გავაკეთო. თქვენც ძალიან კარგად იცით, თუ რა მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში არამარტო ომთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. როდესაც ასეთ დროს ამ ქვეყნის ხელმძღვანელი საქართველოსთვის სასაუბროდ იცლის, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, თუმცა არ მინდა მასთან პოლემიკაში შევიდე, რადგან ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი. შესაბამისად მასთან პოლემიკა სწორი არა მგონია”, – განაცხადა კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay