ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დამპირდა, რომ დამიკავშირდება – ყაველაშვილი

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დამპირდა, რომ დამიკავშირდება – ყაველაშვილი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა:

“საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი მცირე შეხვედრა. რა თქმა უნდა, მასთან თბილი მისალმება მქონდა. რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მან გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს. კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დროა ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს, ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay