პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home პოლიტიკა ჯო უილსონმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანა

ჯო უილსონმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანა

by admin

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება შეიტანა.

“ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით! კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია”, – წერს უილსონი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay