პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home საზოგადოება ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარუდგენენ

ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარუდგენენ

by admin

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომა გაიმართება და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი წარედგინებათ, – ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.

„ვადასტურებ, რომ მოწვეულია Coreper-ის რიგგარეშე სხდომა“, – განუცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა რუსულ მედიას.

სხვა დიპლომატიური წყაროების ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების რიგგარეშე შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტის პროექტის წარდგენა იქნება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay