ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველებს მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს დაუწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება – სკოტ ბესენტი

გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველებს მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს დაუწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება – სკოტ ბესენტი

by admin

თუ ევროპა თავის წვლილს შეიტანს რუსეთის მიერ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაში, უკრაინაში ომი, შესაძლოა, 2-3 თვეში დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Reuters-თან და Bloomberg-თან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა:

“ველით, რომ ევროპელები ახლა შეასრულებენ თავიანთ წვლილს, ჩვენ ევროპელების გარეშე წინ არ მივდივართ“, – განაცხადა ბესენტმა კითხვაზე, დააწესებს თუ არა აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ ტარიფებს ჩინურ საქონელზე. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კი ყიდულობს შეღავათიანი ტარიფებით შეძენილი რუსული ნედლი ნავთობიდან ინდოეთში გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს და ხელს უწყობენ კონფლიქტის დაფინანსებას საკუთარ უკანა ეზოში.  გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველებს მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს დაუწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება, რადგან ეს მოსკოვის შემოსავლის მთავარ წყაროს შეწყვეტს.

აშშ მზად იქნება ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რათა განიხილონ უფრო მკაცრი სანქციები რუსული სუბიექტების, მათ შორის ნავთობის მსხვილი კომპანიების, “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ, ასევე გადადგას ნაბიჯები რუსეთის სუვერენული აქტივების უფრო ფართოდ გამოყენებისთვის მოსამზადებლად, რომლებიც მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიყინა. ამის მიღწევა შესაძლებელია 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების მცირე ნაწილების თავდაპირველად ჩამორთმევით ან მათი სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციაში განთავსებით, რომელიც შეიძლება უკრაინისთვის სესხის უზრუნველყოფის სახით გამოიყენონ”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay