ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება შესაძლოა, მომავალ კვირას დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს – მარკო რუბიო

შესაძლოა, მომავალ კვირას დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს – მარკო რუბიო

by admin

შესაძლოა, მომავალ კვირას დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ, მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება.

“პრეზიდენტს პუტინთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა, ასევე რამდენიმე შეხვედრა ზელენსკისთან, მათ შორის, შესაძლოა, მომავალ კვირას ნიუ-იორკში კიდევ ერთი შედგეს. თუ დონალდ ტრამპი ამ პროცესს გამოეთიშება, ან რუსეთს სანქციებს დაუწესებს, მაშინ მსოფლიოში არავინ დარჩება, ვინც შუამავლის როლის შესრულებას შეძლებს”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay