ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება პუტინი ცდილობს ტრამპის მოტყუებას და პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსავალს ეძებს – ვოლოდიმირ ზელენსკი 138

პუტინი ცდილობს ტრამპის მოტყუებას და პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსავალს ეძებს – ვოლოდიმირ ზელენსკი 138

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსავალს ეძებს და ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოტყუებას, რათა ახალი სანქციების დაწესება გადადოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ვფიქრობ, მან პუტინს ბევრი რამ მისცა. და მე მჯერა, რომ სამმხრივი შეხვედრის [უკრაინის მონაწილეობით] ჩატარების შემთხვევაში, გარკვეულ შედეგს მივაღწევდით. პუტინს ალასკის სამიტით პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლა სურდა და მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მას [პუტინს] მეტი უნდა გადაეხადა.

მას ეს ომი უნდა წაეგო და გაჩერებულიყო. მაგრამ ამის ნაცვლად, ის იზოლაციიდან გამოვიდა. მან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ფოტოები გადაიღო. მან საჯარო დიალოგი მიიღო და მე ვფიქრობ, რომ ეს პუტინს სხვა სამიტებისა და ფორმატებისკენ უხსნის კარს, რადგან ეს ასეა და ჩვენ ამას ვხედავთ, ვაკვირდებით და არ მგონია, რომ მან ამაში რამე გადაიხადა. ის ომს აწარმოებს და ყველა ცდილობს მის შეჩერებას, კამათობს, ეკითხება, მაგრამ ამის ნაცვლად ძალა უნდა იქნას გამოყენებული. მას ძალის ესმის. ეს მისი ენაა. ეს არის ენა, რომელიც მას ესმის.

მჯერა, აშშ საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. მჯერა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მოგვაწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები დიდი რაოდენობით და აშშ-ს საკმარისი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს შეუძლია საკმარისი სანქციების დაწესება რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად, გარდა ამისა, დონალდ ტრამპს აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ პუტინს მისი ეშინოდეს.

ჩვენ ძალიან ვთხოვთ ევროპულ ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს, გააკეთონ ეს და აჩვენონ ეს. დიახ, ისინი გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ საჭიროა მეტის გაკეთება და რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა ზელენსკი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay