ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება გერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს

გერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს

by admin

გერმანიის საელჩო საქართველო ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს.

საელჩო აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი აღიარეს როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და დაჯილდოვდა ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, რომლის ფარგლებშიც მან დააარსა ორი მნიშვნელოვანი და სანდო მედიაპლატფორმა – ბათუმელები და ნეტგაზეთი.

აღნიშნული ჯილდო მზიას გამბედაობის, ლიდერობის, სიტყვისა და მედიის თავისუფლების ურყევი დაცვის დამსახურებული აღიარებაა. ეს პრემია, განსაკუთრებული სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე გარემოში, ფაქტებზე დაფუძნებული, კრიტიკული ჟურნალისტიკის შექმნაში მისი უდიდესი წვლილის დადასტურებაა.

ამჟამად მზია ამაღლობელი საქართველოში 2-წლიან სასჯელს იხდის.

გულწრფელად ვულოცავთ მზიას ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ჯილდოს. მისი საქმიანობა დღემდე შთაგონების წყაროა არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”. – წერია საელჩოს განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay