ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home სპორტი რონალდოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს

რონალდოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს

by admin

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ “ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის” პრიზი მიიღო პორტუგალიის ლიგის ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.

ლიგის განცხადებაში წერია, რომ “ალ-ნასრის” 40 წლის ფორვარდმა მთელ ეპოქას გაუსწრო და წაუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში.

“მინდა, მადლობა გადავუხადო პორტუგალიის ლიგას ამ ჯილდოსთვის. ეს უდიდესი პატივია – მოიგო რაღაც შენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს პარტნიორს, ვინც მეხმარებიდა მთელი კარიერის განმავლობაში, რათა ეს დაუჯერებელი პრიზი მომეპოვებინა. ასევე, მწვრთნელებს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა პროგრესისკენ მუდმივი მისწრაფების გზაზე. უდიდესი მადლობა”, – განაცხადა რონალდომ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay